Sunday, March 26, 2017

დღე 9

ტრენინგის ბოლო დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შევაჯამეთ ტრენინგების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. თითოეულის ნამუშევარში ჩანდა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა. პრეზენტაციების დროს ერთმანეთს გავუწიეთ ოპონირება. მოვისმინეთ სასარგებლო რჩევები, როგორც კოლეგების ასევე ტრენერის მხრიდან.
ტრენინგების მთლიანი კურსი იყო შრომატევადი, საინტერესო და ნაყოფიერი. ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე, რაც სამომავლოდ დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. 

Saturday, March 25, 2017

დღე 8

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. განვიხილეთ ფასილიტაცია. ვისწავლე როგორ უნდა გავუწიო კლასს ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში და როგორ გავაუმჯობესო სასწავლო პრაქტიკა ტექნოლოგიების გამოყენებით. დავნახე რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებების და რეკომენდაციების მიცემა მოსწავლეებისათვის, რომ სწორად და ხარისხიანად შეასრულონ დავალებები. განვიხილეთ სტანდარტული ინდიკატორები მასწავლებლის მუშაობისთვის, რაც პრაქტიკაში გასათვალისწინებელი და გამოსაყენებელია.
დღეს ასევე მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმების ურთიერთშეფასება სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტის გამოყენებით, რამაც დაგვანახა ჩვენს გეგმებში არსებული ხარვეზები.
ვფიქრობ დღეს მიღებული გამოცდილება დამეხმარება კიდევ უფრო გავაუმჯობესო სასწავლო პროცესი.




Tuesday, March 14, 2017

დღე 7

გავიხსენე გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის თეორია და ბლუმის მატრიცა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლებისთვის. დიფერნცირებული სწავლების დროს კი მნიშვნელოვანია სირთულის დონის სწორად შერჩევა. უნდა ვიფიქროთ ისეთ სასწავლო პროცედურებზე, რომელიც მოსწავლეებს სირთულის შესაბამის ხარისხს შესთავაზებს და ახალი იდეებისა და ცნებების შესწავლას განაპირობებს.

Saturday, March 11, 2017

დღე 6

დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა. მგონი კარგი გამომივიდა. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. გავეცანი როგორ შეიძლება გამოვიყენო მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკები და მოვარგო ისინი 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის უნარჩვევების განვითარებას. მოვახდინე არსებული რუბრიკების გადაკეთება და ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაციის შეფასება. დავრწმუნდი, რომ პრეზენტაცია შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს, პროექტის შინაარსსა და მიზნებს. მიღებულ ცოდნას კიდევ უფრო გავაუმჯობესებ და სამომავლოდ გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Friday, March 10, 2017

დღე 5

გავეცანი პროექტის ფარგლებში როგორ მოვამზადო პრეზენტაცია მოსწავლის როლში. მართალია საპრეზენტაციო პრგორმასთან მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, მაგრამ საწყის ეტაპზე რთულად მომეჩვენა მოსწავლის როლში პრეზენტაციის გაკეთება, თუმცა ტრენინგის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და იმედი მაქვს კარგ პრეზენტაციებსაც მოვამზადებ.  

Saturday, March 4, 2017

დღე 4

გავეცანი და განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რუბრიკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მუშაობის დროს. შეფასების სხვადასხვა მეთოდები მომავალში დამეხმარება უკეთესი, თანამედროვე ტიპის გაკვეთილების ჩატარებაში. გაკვეთილებს გავხდი უფრო საინტერესოს და სახალისოს. 

Friday, March 3, 2017

დღე 3

ევანდელმა  მუშაობამ კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა პროექტებით სწავლების მნიშვნელობა. 21-ე საკუნის მასწავლებელმა უნდა შეეცადოს მოსწავლეებთან ერთად ისე შეადგინოს პროექტის გეგმა, რომ მისი განხორციელებისას მოსწავლემ შეძლოს არა  მარტო ცოდნის შეძენა, არამედ მოახდინოს საკუთარი უნარების გამოვლენა და რეალიზება.
გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს, დავინახე განსხვავება ზოგად, შინაარსობრივ და თემატურ კითხვებს შორის, რაც ვფიქრობ დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში.